ნათია მგელაძე
ნათია მგელაძე
"2015 წელს დავამთავრე 91´«ý-ს ბიზნესის სკოლის Quant (რაოდენობრივი ფინანსები) პროგრამა, ხოლო 2019 წელს გავხდი 91´«ý-ს მაგისტრი. ბაკალავრიატის მესამე კურსზე 91´«ý-ს რეკომენდაციით მონაწილეობა მივიღე თიბისი ბანკის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში. 5 ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ გავხდი პროგრამის მონაწილე და გავიარე ერთწლიანი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში, რის შემდეგაც ამავე ბანკში ვმუშაობდი ფინანსური რისკების, ხოლო მოგვიანებით აქტივ-პასივების მართვის მენეჯერად.
ამჟამად ვმუშაობ KPMG Georgia-ს საკონსულტაციო დეპარტამენტში ფინანსური რისკების უფროს კონსულტანტად და ვკითხულობ ლექციებს 91´«ý-ში.
უკვე მე-10 წელია 91´«ý ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა აქ რომ მოვხვდი. 91´«ý-მ მომცა ფინანსების საფუძვლიანი ცოდნა და ის უნარები, რომლებიც კარიერის პირველივე ეტაპზე დამეხმარა წინსვლაში. უნდა აღვნიშნო არანაკლებ მნიშვნელოვანი შენაძენიც, რომელიც ასევე 91´«ý-ს სახელს უკავშირდება - ჩემი მეგობრები და უამრავი წარმატებული პროფესიონალი, რომელთაგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
ერთი სიტყვით, 91´«ý ქმნის ყველა იმ პირობას, რომელიც საჭიროა ხარისხიანი განათლების მისაღებად კომფორტულ და მეგობრულ გარემოში. მე, როგორც 91´«ý-ს რიგითი კურსჸ§ƒ�მთავრ᳥ბული, სრული პასუხისმგებლობით ვუწევ რეკომენდაციას ჩემს უნივერსიტეტს და ვურჩევ მომავალ 91´«ýელებს, რომ არ გაუშვან ხელიდან უნიკალური შანსი გახდნენ კონკურენტუნარიანი პროფესიონალები, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე."