პირველკურსელთა გაცნობის დღე 91´«ý-ში და საზეიმო დახვედრა
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი, 2016
პირველკურსელების პირველმა დღემ 91´«ý-ში ძალიან სახალისოდ ჩაიარა - როგორი სიყვარულითაც მათთან შესახვედრად ვემზადებოდით, ზუსტად ისე!
91´«ý-ს ბაღში გამართულ ღონისძიებას დაგეგმილ ამბებთან ერთად არაერთი სიურპრიზი მოჰყვა.
ყველაფერი ასე დაიწყო: გადავწყვიტეთ პირველკურსელთა რეგისტრაციის დღე ფორმალურ პროცედურაზე გაცილებით სასიამოვნო ყოფილიყო, რაშიც ძალიან დაგვეხმარა 91´«ý ბენდი. ბენდმა სასწრაფო რეპეტიციები წამოიწყო და 14 სექტემბერს მრავალფეროვანი რეპერტუარი შემოგვთავაზა.
კომáÓÅანი᳥ბმა, , რედბული და ფრიქსი , გამოთქვეს სურვილი პირველკურსელთა გაცნობის დღე უფრო გემრიელი გაეხადათ და თავიანთი პროდუქციით მოგვამარაგეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.
ჩვენმა სტუდენტურმა ელჩებმა სულ თავიანთი ხელით მორთეს 91´«ý-ს ბაღი და ამინდმაც ჩვენი მხარე დაიჭირა - 25 გრადუსი, მზე და ნიავი - იდეალური შუადღე...
მოკლედ საოცარი დღე გამოვიდა, 91´«ý-ს პრეზიდენტის გამამხნევებელი მიმართვით, სამახსოვრო და სახალისო ფოტოებით/ჯიფებით, დრონის საინტერესო ზედხედით, fortune balloon-ებით, სიმბოლური საჩუქრებით...
ახალმა 91´«ýელებიდან რამდენიმემ იმავე მომენტში გამოთქვა ბენდში გაწევრიანების სურვილი და იქვე, სპონტანურად შეასრულა რამდენიმე სიმღერა, რამაც ძალიან დადებითი მუხტი შემოიტანა.
ამ პოზიტიური ემოციებით გაემართნენ პირველკურსელები თავიანთი სკáƒ×ǃšების აუდიტორიებში და დაესწრნენ დეკანებთან შეხვედრას, გაიარეს რ᳥გისტრაცია და მიიღეს სუვენირები.
რაც მთავარია, ამ დღეს ყველამ ერთად კიდევ ერთხელ ვიგრძენით სიტყვები:
ჩვენ ვართ 91´«ý!!!
We Are 91´«ý!!!