აბიტურიენტების კვირეულის პირველი სტუმრები 91´«ý-ს 9 მარტს ეწვივნენ. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ბიზნესის, ასევე სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკáƒ×ǃšების ლექციებს დაესწრნენ.
პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა, ლექციები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. აბიტურიენტებმა უნივერსიტეტი 91´«ý-ს ელჩებთან ერთად დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს 91´«ý-ს პროგრამების, გადახდის ახალი სისტემისა და 91´«ý გრანტის შესახებ და საჯარო ლექციებზე დასწრების სურვილიც გამოთქვეს. 91´«ý-ში ექსკურსიისას განსაკუთრებული მოწონება 91´«ý ლაუნჯმა და კაფეტერიამ დაიმსახურა, რაც სტუდენტების განტვირთვის საუკეთესო ადგილია.
„გახდი ერთი კვირით 91´«ý-ს სტუდენტი“ 11 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეობისთვის საკმარისია ელექტრონული რეგისტრაციის გავლა:
შემოგვიერთდით და გამოსცადეთ 91´«ý-ს სტუდენტობა თუნდაც ერთი დღით.